ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებთან ერთად სამყაროზე რუსეთის კოლონიური მსოფლმხედველობა უნდა გავტეხოთ

პარტნიორებთან ერთად სამყაროზე ს კოლონიური მსოფლმხედველობა უნდა გავტეხოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ მას შემდეგ განაცხადა, რაც მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ანტიგუა და ბარბუდა შეუერთდა.
“მთლიან სამყაროს როგორც თანასწორებს აღვიქვამთ და ეს არის რუსეთისგან ჩვენი იდეოლოგიური განსხვავება საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა ერს ვცემთ პატივს და ხალხებს შორის თანამშრომლობაში ყოველი ხმის იმედი გვაქვს. ასეა გაეროს ქარტია სტრუქტურირებული – რომ ყველა სახელმწიფოს აქვს მნიშვნელობა. პუტინს, მეორე მხრივ, სურს, რომ მნიშვნელობა მხოლოდ მას ჰქონდეს ან ვინმეს, ვისაც ის აირჩევს. ეს არის ტიპიური კოლონიური მსოფლმხედველობა რუსეთში, რომელიც ჩვენ, ყველა პარტნიორთან ერთად, უნდა გავტეხოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.