გაერო: ისრაელის ჯარებმა შესაძლოა არაერთხელ დაარღვიეს ომის ფუნდამენტური პრინციპები

ისრაელის ჯარებმა შესაძლოა არაერთხელ დაარღვიეს ომის ფუნდამენტური პრინციპები და სამოქალაქო და სამხედრო პირებს არ არჩევდნენ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს, განაცხადა 19 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ.
მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია ს ექვსი იერიში, რომლებსაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა მოჰყვა. ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები „შესაძლოა შეტევისას სისტემატურად არღვევდნენ შერჩევითობის, პროპორციულობისა და სიფრთხილის პრინციპებს“.
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნას „როგორც ჩანს, სისტემატურად უგულებელყოფდნენ ისრაელის მიერ წარმოებული დაბომბვის კამპანიის დროს“.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, რომელსაც აკონტროლებს პალესტინური დაჯგუფება ჰამასი (-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა), ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშის შედეგად სექტორში დაიღუპა 37400-ზე მეტი ადამიანი.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას, რის პასუხადაც დაიწყო ისრაელმა სამხედრო კამპანია ღაზის სექტორში, 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი ჰამასმა მძევლად აიყვანა. 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი პირი. ახლახან ისრაელმა კიდევ ოთხი მძევალი გაათავისუფლა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ