„საარჩევნო პერიოდში ინვესტორები ინვესტიციის ჩადებისგან ყოველთვის თავს იკავებენ“ – ირაკლი მაკალათია

„ინვესტიციების კუთხით საამაყო მაჩვენებლები არც აქამდე გვქონდა, თუ ჩვენ განვლილ პერიოდებს გადავხედავთ საარჩევნო პერიოდში ინვესტორები ინვესტიციის ჩადებისგან ყოველთვის თავს იკავებენ“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას. მისი თქმით ინვესტორები ყოველთვის ელოდებიან პოლიტიკურ და მინისტრთა კაბინეტის ცვლილებებს.
„მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა მცირდება, ინვესტორები ელოდებიან პოლიტიკურ მოვლენებს და ეს ბუნებრივი მოვლენაა. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, სტრუქტურაც იგივე გვრჩება, მიუხედავად იმისა, რომ მცირდება პლუს ამას სტრუქტურა იგივეა და მთავარი საგარეო სავაჭრო მაჩვენებლები გვაქვს წყალი, ფეროშენადნობი, მინერალური წყლები, ღვინო დ ა ალკოჰოლური სასმელები დ ა ამ სტრუქტურას ვერ გავცდით უკვე წლებია.
საგარეო ვაჭრობის ზრდა ზუსტად ამ მაჩვენებლებზე მოდის და ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რა დონის ეკონომიკა გვაქვს, ძალიან კარგი ღვინო გვაქვს, მაგრამ როდესაც ღვინოზე, წყალზე ფეროშენადნობზე დგას შენი ეკონომიკა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ბოლომდე განვითარებული არ არის.“ – აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე