თათია ნიკოლაშვილმა და ბარბარა ჯიმელმა დანიის პარლამენტში OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ბარბარა ჯიმელმა, დანიის პარლამენტში OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, კონფერენციაზე ძირითადი საკითხები იყო გლობალური გამოცდილება, საშუალებები და მეთოდები ქალთა გაძლიერების მიზნით, წარმომადგენლობა და გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაში.
„OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით დანიის პარლამენტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა პოლიტიკაში.
150 მონაწილე, რვა სხვადასხვა ქვეყნიდან გაეცნო უკანასკნელ კვლევებს და ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.
შეხვედრაზე ვიმუშავეთ პარტიის კონკრეტულ სტრატეგიებზე, მეთოდებზე და გამოწვევებზე. დანიურმა პარტიებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება დემოკრატიისა და ქალთა გაძლიერების კუთხით. ასევე, შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიის რამდენიმე რაუნდი, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელმა პარტიებმა დაისახეს ინდივიდუალური და საერთო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ