სირცხვილია – იუნკევიჩიანე კობახიძის განცხადებაზე

“სირცხვილია” – ასე აფასებს ტვ პირველთან ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე პრემიერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონის დამტკიცებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები გაზარდა.
ძალიან უცნაური გზავნილია, ყველა პასუხისმგებელი პირი ევროკავშირში შეშფოთებულია. მთავრობაში აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც ასუსტებს საქართველოს პოზიციებს და ევროკავშირის წევრების წინააღმდეგაა მიმართული. ყველაფერი, რასაც თქვენი ხელისუფლება ამ კანონთან დაკაშირებით აკეთებს, ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგაა, თანაშრომლობის და სოლიდარობის პრინციპებს ვერ ერგება. ანტიევროპული კანონი, რომლითაც ცდილობენ წარმოაჩინონ რომ დასავლური დახმარება პრობლემა და კრიმინალია. პრემიერი რასაც ამბობს, დამოკიდებულებები ევროკავშირში ამისგან სრულიად განსხვავებულია. ეს სირცხვილია! ყველა მოქმედება კრემლის სტილისაა , ტყუილები – ყველაფერი რასაც აკეთებენ, იგივეა, რასაც აკეთებს . ეს ნამდვილად არის ევროპული. მოდის და მათ სურთ ხალხით მანიპულირება. ესეც რუსული პოლიტიკის ნაწილია!, – ამბობს რასა იუკნევიჩიანე.

ასევე დაგაინტერესებთ