“მთელი გული ჩავდეთ…” – რას წერს ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელი მატჩის შესახებ წერს, მადლობას უხდის გულშემატკივარს და ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი შეცდომების გაანალიზება და ჩეხეთთან თამაშისთვის საუკეთესოდ მომზადებაა.
სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის. 💪🏻
მადლობა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის მსოფლიოს ყველა წერტილიდან”- წერს ქოჩორაშვილი.
დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.
მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ