“წლის ბოლოს ველოდებით საცდელ რეისს რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში” – ვოლვაჩი

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, ს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შესაბამისი ფედერალური დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ს დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობის განახლების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
სოხუმის ცნობით, დელეგაციას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა განიხილეს როგორც პროექტის განხორციელების აქტუალური საკითხები, ასევე ავიაკომპანიებისთვის აეროპორტის გადასახადებისა და ტარიფების, საწყისი ობიექტების და მიწის ნაკვეთების ინვესტორებისთვის გადაცემის, გამშვები პუნქტის აღჭურვის დაფინანსების წყაროები და დეტალური საგზაო რუკის დამტკიცების საკითხები.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი სრულად ფინანსდება რუსი კერძო ინვესტორის ბიუჯეტიდან. რუსეთისთვის ახალი აეროპორტი მოაგვარებს საცობების პრობლემას სოჭის აეროპორტიდან და ადლერის საავტომობილო გამშვები პუნქტიდან, რომლებიც დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ერთადერთი შესვლის პუნქტია. აფხაზეთისთვის ეს გაზრდის ტურისტების ნაკადს და გაააქტიურებს რესპუბლიკის ბიზნეს სექტორის განვითარებას. ამ წლის ბოლოს ჩვენ ველოდებით საცდელ რეისს რუსეთიდან რეკონსტრუირებულ აეროპორტში” – აღნიშნა დიმიტრი ვოლოვაჩმა.
2023 წლის 16 ივნისს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „სოხუმის არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
რუსეთში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს, შეასრულოს საინვესტიციო პროექტის ყველა პირობა. აფხაზეთი კი – ობიექტების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლებების დაცვის განსაკუთრებულ სახელმწიფო გარანტიებს იძლევა.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა აფხაზეთისთვის ისტორიული მოვლენაა, ასევე, წარმოადგენს ტურიზმის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილს.
ოფიციალური ცნობითვე, აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, კერძო ინვესტორის ფულით. წინასწარი შეფასებით კი, მისი აღდგენის პირველი ეტაპის ღირებულება, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობას ითვალისწინებს, 6,5 მილიარდი რუსული რუბლი [დაახლოებით, 800 000 დოლარი] იქნება.
სოხუმის აეროპორტის მუშაობის დაწყება კი, მხარეთა ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება და წლიურად მგზავრთა ნაკადი 1.2 მილიონი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ