ბათუმში მიმდინარე წელს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბებისთვის 25 სუბიექტი დაჯარიმდა

ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე ბათუმში მიმდინარე წელს 42 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 25 სუბიექტი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ს მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა გასული წლის ბოლოს გაიზარდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ფიზიკური პირი 150, იურიდიული კი 1500 ლარით დაჯარიმდება; განმეორების შემთხვევაში 500 / 5000 ლარის ოდენობით; იმავე ქმედების მესამე და ყველა მომდევნო დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური 1000 ლარით, ხოლო იურიდიული 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ 598 85 15 20 – აღნიშნულ ნომერზე. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.