გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება – იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ? – ასე უპასუხა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩს, ს.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველო თავსებადობით და მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს ევროკავშირთან არასდროს ყოფილა.
„ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თავსებადობით, მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს არასდროს არ იყო [ევროკავშირთან]. ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, იმიტომ, რომ ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით ჩვენ არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინ ვართ. ამიტომ, თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი ერთადერთი შეიძლება ჩვენ გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები.
მე კითხვა მაქვს ევროკავშირის ელჩთან: იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ?
ათეულობით მილიონმა ევროპელმა და წამყვანი ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ულტრა ლიბერალურ და ფაშისტურ მიმდინარეობებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არსად არ აპირებს წასვლას – საქართველო იცხოვრებს აქ, ქართულად, ევროპულად და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. თუ ვინმეს რამე ურთიერთობის გარკვევა უნდა, დახედოს რუკას, ეკონომიკურ მდგომარეობას, შუა დერეფანს, რომელიც ჩინეთიდან იწყება და ევროკავშირში საქართველოს გავლით მთავრდება. როგორ შეიძლება აქ რაიმე გაყინვაზე იყოს საუბარი? აქ საუბარი ურთიერთობების გალღობაზე, მეგობრობაზე უნდა იყოს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და მე დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ევროკავშირში ის ძალები, როგორც საზოგადოებაში მოიძებნა, რომლებმაც თქვეს, რომ ურთიერთობების გაყინვა კი არ უნდათ, არამედ პარტნიორული ურთიერთობა, ოჯახური ტრადიციები და ა.შ”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ “ნამდვილად გული სწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, სთან და მოლდოვასთან წინ მივიწევთ>

ასევე დაგაინტერესებთ