ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროკავშირის ელჩის განცხადება სამწუხარო რეალობას ასახავს, რომელიც „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად დადგა

ევროკავშირის ელჩის განცხადება სამწუხარო რეალობას ასახავს, რომელიც საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად დადგა, რომ საქართველო ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს მოწყდეს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის განცხადებას.
მისივე შეფასებით, როდესაც „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობა ჩაანაცვლებს, საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესი დაუყოვნებლივ მოხდება.
„სამწუხაროდ, ის რაც ევროკავშირი ელჩმა განაცხადა, სამწუხარო რეალობას ასახავს, რომელიც საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად დადგა, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს. პირველ რიგში, ამაზე პასუხი უნდა ჩვენგან და ამას არ უშველის „რუსული კანონის“ წაღება, ამას უშველის 26 ოქტომბერს ძალადობრივი რუსული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილება.
რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას და მან ისე უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკა, რომ ერთის მხრივ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ ძალიან დამაზიანებელ და მავნებლურ პოლიტიკას და მეორეს მხრივ, ევროპული განვითარების პერსპექტივა ქართველ ხალხს შეუნარჩუნოს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ ძალადობრივ რეჟიმს კოალიციური მთავრობით ჩავანაცვლებთ, დაუყოვნებლივ პროგრესი ევროკავშირის გზაზე მოხდება, ამიტომ ევროკავშირის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ „ქართულ ოცნებას“ უპასუხოს, მაგრამ ქართველი ხალხს ევროპული პერსპექტივა შეინარჩუნოს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა, რომ ამ კანონის {„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის} მიღებამ, „როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა“.