ევროკავშირის ელჩი – ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია

ზოგჯერ -ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ შეკითხვას, აპირებს თუ არა ევროკავშირი სავიზო შეზღუდვების შესახებ აშშ-ის პოზიციის გაზიარებას.
მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია“.
„ჩვენ ყველა საკითხზე ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ვცდილობთ. თუმცა, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, გასაგები მიზეზის გამო: ამერიკის შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა, ხოლო ევროკავშირი არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 27 სუვერენული ქვეყნისგან შედგება. ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია, ვიდრე ჩვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კოორდინირებას ვახდენთ, ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ჩვენი ქმედებები, როგორც წესი, არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ ისინი იდენტური იყოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!