“მამარდას” კარიდან გამოყვანა ამის მაგალითი იყო” – რას აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი?

გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“გიორგი მამარდაშვილის გამოყვანა კარიდან იყო იმის მაგალითი, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რამე დავკარგოთ. ვცადეთ, რომ გიორგის სახით უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონოდა, რომ გოლი გაგვეტანა… ვნახე ფოტოები, ვიდეოები, ვიცი რომ ჩვენი გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იყო, მესმოდა მათი ხმაც და მადლობა ყველა იმ გულშემატკივარსაც, რომელმაც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდა”, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ჩვენს
ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება – საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.
თუნდაც ბურთების შეფარდებისას პრობლემა გახდეს მე-3 გაშვებული ბურთი, მაინც ასე უნდა მოქცეულიყო გიორგი მამარდაშვილი. საბრძოლო ჟინი და შემართება, განსაკუთრებით რაც ბოლო წუთებში იყო გაგყოლოდეთ შემდეგ თამაშებშიც ბიჭებო!

ასევე დაგაინტერესებთ