გურჯაანში თებერვლის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 541 750 ლარი დაიხარჯება

გურჯაანში თებერვლის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 541 750 ლარი დაიხარჯება
საქართველოს მთავრობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 6 თებერვალს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის 541 750 ლარის გამარტივებული შესყიდვისთვის განკარგულება გამოსცა, რომლითაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობას სახლის სახურავები უნდა შეკეთდეს.
პრემიერის მიერ ხელმოწერილ სამართლებრივ დოკუმენტში წერია:
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს მიეცეს უფლება, 2024 წლის 6 თებერვალს მომხდარი სტიქიის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული საერთო საცხოვრებლებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 541 750 ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.