ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4-ჯერ შემცირდა

გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გასულ წელთან შედარებით, 4-ჯერ ნაკლებია. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით ბოლო კვირაშია შემცირებული.
ამ ეტაპზე საქართველოში დომინანტურია რინო და ადენო ვირუსი, კორონავირუსის შემთხვევები კი თითქმის აღარ ფიქსირდება.
თემაზე იაშვილის კლინიკის დირექტორმა ისაუბრა. მიუხედავად ვირუსების შემცირებული სტატისტიკისა, ექსპერტები პიკს იანვარში ელოდებიან.
“ბოლო კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ცირკულირებდა რინო ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ე.წ ველი კორონა ვირუსი, რომელსაც, ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია, შესაბამისად ბოლო კვირა გამორჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარედ.
ლაბორატორიულად დადასტურებული “კორონა ვირუსის” შემთხვევები ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არის, მაგრამ ძალიან ცოტაა. თუ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას წინა კვირა იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების თვალსაზრისით.
აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა ახლაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება ორგანიზმის მაქსიმალური დაცულობა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა