პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი ს პრეზიდენტ ს ფხენიანში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
„შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი მხარის მიმართ აგრესიის შემთხვევაში“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი არ გამორიცხავს „სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას“ ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ამ კონტექსტში, პუტინმა ყურადღება გაამახვილა შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა ქვეყნების განცხადებებზე ში რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმისთვის მაღალი სიზუსტის შორეული სისტემების, F-16 თვითმფრინავების და სხვა იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.
„ეს მხოლოდ განცხადებები არ არის, ეს უკვე ხდება და ეს ყველაფერი არის დასავლეთის ქვეყნების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში მიღებული შეზღუდვების უხეში დარღვევა“, — განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მოსკოვი და ფხენიანი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებენ და შანტაჟს არ ექვემდებარებიან.
გარდა ამისა, პუტინის ფხენიანში ვიზიტისას მხარეებს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებებს სასაზღვრო-საგზაო ხიდის მშენებლობასა და ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს