ადგილობრივი ექსპორტი 15.8%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ადგილობრივი ექსპორტიდან 2.2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 მლნ-ით ნაკლებია.
„საქსტატის“ ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი(ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით შემცირდა და 1 030.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: (217.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (153.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (100.5 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ტრადიციულად ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 140.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 73.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).