Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს

Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი Custom Rolex Daytona მაჯის საათი შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს, – ამის შესახებ ინფორმაციას Oracle Of Time ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Designa Individual-მა წითელი კვარცის ბოჭკოებისგან დაამზადა 41 მმ დიამეტრის Daytona-ს კორპუსი. კვარცის ბოჭკოვანი არის მასალა, რომელიც უფრო ხშირად გამოიყენება მაღალი კლასის სპორტულ საათებში, ნახშირბადის ბოჭკოსთან მსგავსების გამო – უაღრესად მსუბუქი და გამძლე. ციფერბლატის წითელ ფონზე არის წარწერა – KALA. მთლიანად საათის დიზაინი აწყობილია სამ ფერზე – შავი, წითელი და თეთრი.
„კახამ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს – ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ამავე დროს მან საათის მთავარ ფერად წითელი აირჩია. როგორც ერთგვარი კავშირი მისი ქვეყნის დროშასთან, საქართველოსთან და ასევე მილანის საფეხბურთო გუნდის საშინაო ფერებთან“, – წერს გამოცემა.
კოლექციისთვის სულ 17 ერთეული საათი დამზადდა, თითოეულის ფასი კი 62 490 ევროა.
ფასი და მახასიათებლები:
მოდელი: Designa Individual-ის საათები კახა კალაძისთვის
კორპუსი: 40მმ დიამეტრი, კვარცის ბოჭკო
ფერები: წითელი და თეთრი
წყალგამძლეობა: 50 მ (5 ბარი)
მოძრაობა: Rolex კალიბრის 4130, COSC-ს სერტიფიცირებული,
ავტომატური, 44 სამკაული
სიხშირე: 28800 ვ/სთ (4 ჰც)
ენერგიის რეზერვი: 72 სთ
ფუნქციები: საათები, წუთები, წამები, ქრონოგრაფი
სამაჯური: ხელნაკეთი NATO-ს ნეილონი ველკროს შესაკრავით
ფასი/რაოდენობა: €62,490 (დაახლოებით £ 52,800), 17 ცალი