უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 21 დრონიდან 19 ჩამოვაგდეთ

19 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ს მიერ გაშვებული 21 დრონიდან 19 გაანადგურეს.
“საბრძოლო მოქმედებების შედეგად ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში განადგურებულია 19 შაჰედის ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატი”. – წერია ანგარიშში.
რუსეთმა დრონები ოკუპირებული ს ტერიტორიიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან ააფრინეს.
თავდაცვით ოპერაციაში მონაწილეობა უკრაინის გამანადგურებელმა ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა და შეიარაღებული ძალების მობილურმა ჯგუფებმა მიიღეს.
რუსეთი ს ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.