რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის – პუტინი

რუსეთი -ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონური, იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აცხადებს პუტინი.
შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ძალიან აფასებენ თანმიმდევრულ და ურყევ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკისადმი, მათ შორის უკრაინის მიმართულებით.