პუტინისთვის „დიდად დასაფასებელია” კიმ ჩენ ინის მხარდაჭერა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, დღეს, 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდად აფასებენ“ ამ ქვეყნის და მისი ლიდერის კიმ ჩენ ინის მიერ ს პოლიტიკის მხარდაჭერას, მათ შორის „უკრაინის მიმართულებით“.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მეთაურების და სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკების გახსნისას პუტინმა ფხენიანის ამ მხარდაჭერას „თანმიმდევრული და უცვლელი“ უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ფხენიანში 18 ივნისს, ღამით ჩავიდა. მას აეროპორტში დახვდა ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „ამხანაგი კიმ ჩენ ინი სიხარულს ვერ მალავდა იმის გამო, რომ ისევ შეხვდა ამხანაგ პუტინს“ 2023 წლის სექტემბერში, რუსეთში ვიზიტის შემდეგ.
აეროპორტიდან საპატიო სტუმრების რეზიდენციამდე კიმ ჩენ ინმა და პუტინმა იმგზავრეს რუსული წარმოების ლიმუზინით Aurus-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 2023 წელს აჩუქა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ავტომობილით „უმაღლესმა ლიდერებმა ფხენიანის მშვენიერ ქუჩები გაიარეს“ და თან ერთმანეთს გაუზიარეს „იდუმალი აზრები“ და ორი ქვეყნის ურთიერთობების „უფრო საიმედო განვითარებაზე“ ილაპარაკეს.
რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ფხენიანში არიან მთავრობის წევრები, მათ შორის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები.
პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლოს 2000 წელს იმყოფებოდა.
მოსკოვმა ფხენიანთან თანამშრომლობა გააძლიერა 2022 წლიდან, ში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რუსეთი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტებს იღებს. ფხენიანი ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს. რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას სურსათს და საწვავს აწვდის.