თურქეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა – კომპანიები, რომლებშიც იანვარ-მარტში ყველაზე მეტი თანხები ჩაიდო

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩადებული $200 მილიონიან FDI-ში თურქულ ინვესტიციებს ყველაზე დიდი წილი უკავია.
იანვარ-მარტის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 42.4 მლნ დოლარი ჩაიდო და თურქეთი ინვესტორი სახელმწიფოების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.
კომპანიების ჩამონათვალი, სადაც თურქეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ასეთია:
· შპს ტექნოჰაუს;
· შპს ტავ ურბან საქართველო;
· შპს აჭარ ენერჯი -2007;
· შპს აჭარა ტექსტილე;
· შპს ქართლი ტექსტილე.