NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სტოლტენბერგს მარკ რუტე ჩაანაცვლებს – მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის კრიტიკოსია.
მარკ რუტესთან დაკავშირებით აღნიშნული ცნობები ნიდერლანდების ეროვნულმა სამაუწყებლო კომპანია NOS-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა თანამდებობაზე რუტეს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
მანამდე, მარტის თვეში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი NATO-ს მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდა.