“გადახედეთ კომენტარებს. უცხო ხალხი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წაგებულ მატჩს, რომ გილოცავს, ე.ი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვაჩვენეთ, ჩვენ თამაშში იყო ყველაფერი ის, რის გამოც მილიონობით ადამიანს უყვარს ეს სპორტი. გული სიამაყით მაქვს სავსე და მინდა ჩვენი ეს განწყობა მისწვდეს ბიჭებს მომავალი თამაშების წინ. მინდა იცოდნენ, რომ ჩვენთვის მთავარი იღბალი ან უიღბლობა კი არა, იმის შეგრძნებაა, რომ რაც სტადიონზე ხდება ჩვენ ხასიათს გამოხატავს. და მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ეს ვნახეთ დღევანდელ თამაშში,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.