ძლიერმა ქარმა ფოთში მაღალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა. ქარმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ათამდე ავტომობილი. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერ არავის განუმარტავს თუ როდის დაიწყება დაზიანებული სახურავის აღდგენა.
მერიის ინფორმაციით კი, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მათივე ცნობით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი