“ანჩელოტიმ საქართველოსთან მატჩის წინ დამირეკა და ეს მითხრა” – არდა გიულერი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თურქების შემტევი ნახევარმცველი არდა გიულერი გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა 65-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიულერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე “რეალის” მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ესაუბრა.
“კარლო ანჩელოტიმ მატჩამდე დამირეკა და წარმატება მისურვა. ზოგადად, “რეალიდან” ყველა ძალიან მამხნევებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს”, – განაცხადა გიულერმა.
შეგახსენებთ, თურქეთის ნაკრებისა და “ბლანკოსის” ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე
ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.