ჯანდაცვის მინისტრმა რუხის კლინიკის თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა

ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვედრა გამართა კლინიკის თანამშრომლებთან და მათთან ერთად, საავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელა.
მ თანამშრომლებს კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე, კლინიკაში, სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.
ჯანდაცვის მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამედიცინო ობიექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი, რეგიონებში, სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარებაა, რათა ყველა მოქალაქეს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას