GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, ს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლეს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 – ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით აგრიტექნოლოგიების კუთხით.
„უახლოეს მომავალში, ისრაელის მთავრობის დაფინანსებით, დაიგეგმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ისრაელში, რომელიც ჯიტასთან ერთად ქართულ სტარტაპებსა და უნივერსიტეტებს გააერთიანებს. ვიზიტის მიზანი ინოვაციების ეკოსისტემაში გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პარტნიორობის შესაძლებლობას „Horizon Europe“-ში ერთობლივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება