ჩემპიონთა ლიგაზე “დინამო ბათუმის” მეტოქე გაირკვა

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და ცნობილი გახდა, რომ “დინამო ს” მოწინააღმდეგე ბულგარეთის “ლუდოგორეცი” იქნება.
მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.
დღეს აგრეთვე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდება და “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მეტოქეების ვინაობას გავიგებთ.
აბსოლიტური უსამართლობა გრძელდება უკვე მერამდენე წელია, ამაზე ფედერაციამ ხმა უნდა ამოიღოს, რეგიონალური პრინციპით არ უნდა ტარდებოდეს ევროტურნირების კენჭისყრა, ჩვენთან სულ აზერები, ყაზახები, სომხები, რუმინელები, ბულგარელები, თურქები…. ხვდებიან და ამ დროს პრიბალტიკელები ირლანდიელებს, უელსელებს, ისლანდიელებს…. და მაგდაგვარ გუნდებზე გადიან….ასე სულ მალე ბოლო ადგილამდე ჩამოვალთ რეიტინგში….