რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულ პროფესორს ესტონეთში 6 წელი მიუსაჯეს

ესტონეთის სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორს, რომელსაც ს სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებოდნენ.
რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი 2024 წლის 3 იანვარს დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიციის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი უცხო სახელმწიფოს ინფორმაციას აწვდიდა ესტონეთის პოლიტიკურ ვითარებასა და მოკავშირეებთან ურთიერთობებზე.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დირექტორის, მარგო პალოსონის განცხადებით, უნივერსიტეტები რუსეთისთვის სამიზნეა, რადგან მათ აქვთ წვდომა იმგვარ ინფორმაციაზე, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები ესტონური საზოგადოების, ადამიანებისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ იყენებენ.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მოროზოვი რუსეთის მოქალაქეა და მას აქვს კავშირები პეტერბურგის უნივერსიტეტთან, სადაც ტარტუში დასაქმებამდე მუშაობდა. ის 2016-2023 წლებში ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების მიმართულებით მუშაობდა და ასევე იყო საერთაშორისო პოლიტიკის თეორიის პროფესორი 2023 წლის 1 იანვრიდან დაკავებამდე.

ასევე დაგაინტერესებთ