ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მოსული წვიმისა და სეტყვის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ მიზეზით ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი იყო. ინფორმაციას ავრცელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.
მეწყრული პროცესები განვითარდა ხუთ ადგილზე. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია – ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ბოძებია დაზიანებული.
როგორც მერიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე წერტილი და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.