25 წლიანი ისტორია და შემოქმედებით მოპოვებული მსმენელის სიყვარული – ანსამბლმა “შვიდკაცამ” იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა

25 წლიანი ისტორია და შემოქმედებით მოპოვებული მსმენელის სიყვარული. ანსამბლმა “შვიდკაცამ” 25 წლის იუბილე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 000 კაციანი აუდიტორიის წინაშე აღნიშნა.
საგალობლები, ხალხური და ქალაქური სიმღერები – ქართველმა მუსიკოსებმა ლეგენდარული კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს. გრანდიოზულ კონცერტს თან ახლდა მსმენელის განწყობაც, დარბაზში თავი ყველა ასაკის ადამიანმა მოიყარა.
გრანდიოზული კონცერტის ნახვის საშუალება ერთგულ მსმენელს კიდევ ერთხელ ექნება. ახალი წლის დღეებში მაყურებელი შვიდკაცას კონცერტს “რუსთავი 2”-ის ეთერში ნახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“