როგორ დავაკვირდეთ მომხმარებელთა დინამიკას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერით?

ვინ არის ჩემი პროდუქტის ან სერვისის მომხმარებელი? – ესაა შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. როცა ბიზნესს ქმნი, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, თუმცა ეს, ამავე დროს, მუდმივი პროცესიცაა, რადგან დინამიკურ სამყაროში ადამიანების ინტერესები ხშირად იცვლება. დღეს უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ირჩევს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს და აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას, ეს ყველაფერი კი მონაცემების მიღებისა და მათი სწორი ანალიზის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ სწორი სამიზნე აუდიტორია, მისწვდეთ თქვენი პროდუქტით ან სერვისით დაინტერესებულ ადამიანებს და დააკვირდეთ მათ ქცევას, საქართველოს ბანკმა ინოვაციური პროდუქტი, ბიზნეს მენეჯერი შექმნა. ბიზნეს მენეჯერი ერთიანი პლატფორმაა, სადაც გადახდების კონტროლი, შეთავაზებების შექმნა და API სერვისების ინტეგრაციაა შესაძლებელი. მისი უპირატესობა კი ისაა, რომ იძლევა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რადგან პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ინფორმაცია მომხმარებლის სეგმენტისა და ქცევის შესახებ.