ლიეტუვის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა

ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ოფიციალური ვიზიტით ში ჩავიდა.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში, რათა დავადასტურო ლიეტუვის სეიმის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვებისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიმართ“, – წერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი სოციალურ ქსელ X-ში.
ლიეტუვის პარლამენტის სპიკერს ს რკინიგზის სადგურზე უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი, ელენა კონდრატიუკი დახვდა.
„ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის და უკრაინა-ლიეტუვის ურთიერთობების მხარდაჭერის მტკიცებულებაა“, – წერს უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ