უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია

უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის სამიტის“ შემაჯამებელი კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამიტის მასპინძელი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, 17 ივნისს განახლებულ სიაზე დაყრდნობით წერს, რომ მასში აღარ არის რუანდა.
ერთი დღით ადრე, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელმოწერები ერაყმა და იორმ გაიწვიეს, რუანდა სიაში იყო. ამასთან, ხელმომწერთა სიას 17 ივნისს დაემატა მსოფლიო საპატრიარქო.
მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართა შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში.
სამიტის ბოლო დღეს, კომუნიკეს ხელი მოაწერა ოთხმა ორგანიზაციამ და 80-მა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა, უნგრეთმა და სერბეთმა, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებენ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დეკლარაციას არ შეუერთდნენ, არიან სომხეთი, ინდოეთი, , ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კომუნიკე ცოცხალი დოკუმენტია და სახელმწიფოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მას შეუერთდნენ, ან ხელმოწერა გაიწვიონ.
შვეიცარიაში არ მიუწვევიათ. სამიტამდე უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მის ხელთ არსებული ბერკეტებით სხვადასხვა ქვეყანაზე ცდილობს ზეწოლას, რათა სამიტში მონაწილეობა არ მიიღონ.