ისტორიაში მე-18-ედ – “ბოსტონ სელტიქსი” NBA-ის ჩემპიონია! [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალურ სერიაში “ბოსტონ სელტიქსმა” 106:88 დაამარცხა (4:1) და NBA-ის ჩემპიონი ისტორიაში მე-18-ედ გახდა.
“მწვანეებმა” აღნიშნული ტიტულის მოგება ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეძლეს და ამ მაჩვენებლით “ლეიკერსს” გადაასწრეს.
ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე ჯეილენ ბრაუნი გახდა, “ბოსტონის” კალათბურთელი სუპერფინალურ სერიაში საშუალოდ 20.8 ქულას, 5.4 მოხსნას და 5.0 ასისტს აგროვებდა.
“სელტიქსი” NBA-ის გამარჯვებული 2008 წლის შემდეგ პირველად გახდა.