როსტოვში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ნავთობპროდუქტების ავზები იწვის

როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი იუწყება.
„აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების ავზებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.

ასევე დაგაინტერესებთ