სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა – “იმედი”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ყოფილ თანამშრომელზე

სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა – “იმედი”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ყოფილ თანამშრომელზე
„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, – ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.
„სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა. „იმედში“ ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას.
აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტელეკომპანიაში ისედაც არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად. უფრო ღრმად ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემაში შესვლას“, – აცხადებს ნათია სონღულაშვილი.
ამასთან, „ქრონიკის“ პროდიუსერი ქეთი ლაცაბიძე კი წერს, რომ სიმართლის თქმა წახალისება არაა. „ნაცებს იმედზე არ “ათეთრებენ”. ძალადობას გმობს ყველა. სხვა სამსახურისთვის საბაბი არ უნდა ეძებო. საკითხის ჰეროიკულ პატერნზე გადაყვანა კომედიას უფრო ემსგავსება. დაბოლოს, თუ მიდიხარ, მაშინ ღირსეულად წასვლაც უნდა შეგეძლოს ისე, რომ შენი კოლეგების მიმართ ტალახი არ ისროლო. ეს არის შენს მიმართ ჩემი პირველი და ბოლო კომენტარი“, – წერს თამარ შარიქაძის პოსტის პასუხად ქეთი ლაცაბიძე.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა, მიზეზებზე კი ფეისბუქ პოსტში ისაუბრა:

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე