პირველი დებატების წინ, ბაიდენის საარჩევნო კამპანიას, ტრამპის წარმომადგენელი აკრიტიკებს

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატების წინ, რომელიც 27 ივნისისთვისაა ჩანიშნული, პრეზიდენტ ს საარჩევნო კამპანია, 50 მილიონი დოლარის ღირებულების სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რესპუბლიკელი მეტოქის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო ვერდიქტებს სამიზნედ გამოიყენებს.
ეს გადაწყვეტილება შესამჩნევი ცვლილებაა ტრამპის გამტყუნების მიმართ ბაიდენის თავდაპირველ მიდგომაში, რომელიც ტრამპის იურიდიულ პრობლემებზე საუბარს თავს არიდებდა.
30 წამიანი სარეკლამო რგოლი სათაურით: „რეპუტაცია მნიშვნელოვანია“ ამბობს: „ახლანდელი არჩევანი არის მხოლოდ საკუთარი თავით დაინტერესებულ დამნაშავედ ცნობილ კრიმინალსა და იმ პრეზიდენტს შორის, რომელიც თქვენი ოჯახებისთვის იბრძვის”. ამ ვიდეოს, რომელიც ორ კანდიდატს შორის კონტრასტის შექმნას ცდილობს, ორშაბათიდან გაუშვებენ იმ მერყევ შტატებში, სადაც ბოლოდროინდელი არჩევნების დროს ხან რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ და ხან დემოკრატები.
„ჯო ბაიდენმა და დემოკრატებმა, მართლმსაჯულების სისტემა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენეს და ეს ახალი რეკლამა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყალბი სასამართლო პროცესი ყოველთვის იყო არჩევნებში ჩარევა, მაგრამ ამერიკელები ამას ხედავენ“, – წერს ს კამპანიის სპიკერი ქეროლაინ ლივიტი, სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.
არჩევნებამდე ხუთ თვეზე ნაკლები რჩება და ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაიდენს ტრამპს თანაბარი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა მერყევ შტატებში, რომლებსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, ტრამპი ლიდერობს. გამოკითხვა ტრამპის გამამტყუნებელი ვერდიქტების მიღებამდე ჩატარდა. ეკონომიკის საკითხებზე, როგორიცაა ინფლაცია, ამომრჩევლებს შორის ტრამპი ბაიდენზე მაღალ შეფასებას იღებს.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოს განაჩენის შემდეგ ჩატარდა აჩვენა, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების 10%-მა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხმას მისცემდა ტრამპს, მისი მსჯავრდების შემდეგ.
მიმდინარე თვეში, ჰანტერ ბაიდენი – ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი ფედერალურმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით იყო აღძრული. საქმე კი 2018 წელს რევოლვერის შეძენას ეხება. პროკურორების თანახმად, მან იარაღის შესყიდვისას სავალდებულო კითხვარის შევსებისას იცრუა, როცა თქვა, რომ არ იყენებდა უკანონო ნარკოტიკულ საშუალებებს. ამის შემდეგ ის იარაღს უკანონოდ ფლობდა 11 დღის განმავლობაში. პრეზიდენტის შვილს მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება თუკი მოსამართლე მერიელენ ნორიკა ასე გადაწყვეტს. თუმცა პირებს, რომლებსაც დანაშაულში პირველად ედებათ ბრალი, შესაძლო სასჯელის უმაღლეს ზომას იშვიათად უსჯიან. ჯერჯერობით უცნობია, მიუსჯის თუ არა საერთოდ პატიმრობას ჰანტერ ბაიდენს მოსამართლე.
ჰანტერ ბაიდენიც, დონალდ ტრამპის მსგავსად ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიზებულია. ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი “ყალბი” და მიკერძოებულია.
ჯო ბაიდენმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც თქვა, რომ მიიღებს განაჩენს, როგორიც უნდა იყოს ის და შვილის შეწყალებას არ ეცდება. პრეზიდენტმა განაჩენის გამოცხადების შემდეგაც იგივე გაიმეორა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის სისხლის სამართლის საქმეში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ხმის მიცემის პროცესში, ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს. საინფორმაციო სააგენტო “როიტერისა” და “იპსოსის” კვლევის მიხედვით, ასეთია საარჩევნოდ დარეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობის – 80 პროცენტის განწყობა, ორივე პარტიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე