Reuters – ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა, ერთ-ერთ მოადგილედ კია ნათესავი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და ერთ-ერთ მოადგილედ ნათესავი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ, ანა ცივილევა დანიშნა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, ს ბიძაშვილის ქალიშვილია.
ს თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის პირველი მოადგილე ლეონიდ გორნინი იქნება. ასევე, თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ ფრადკოვის უმცროსი ვაჟი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პაველ ფრადკოვი გახდება.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრს 10-ის ნაცვლად 12 მოადგილე ეყოლება.

ასევე დაგაინტერესებთ