უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს – დავით ქართველიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტურიზმის რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრობს. ანალიტიკოსის თქმით, უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს – ადგილობრივ მავნებლებს და მათ საერთაშორისო მფარველებს საბოლოო მარცხს რომ მივაყენებთ, თანაც სულ ახლო მომავალში.
“ვერ მოახდინეს ორთვიანი ნაწვალები აქციებით და იმის ილუზიის ხელოვნური შექმნით, თითქოს ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხო არ იქნებოდა – წლევანდელი ტურისტულო სეზონის ჩაგდება. ჩვენს გარშემო, განსაკუთრებით ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე “წინ” მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. ამიტომაც გაივსო საქართველოს ქალაქები მრავალფეროვანი უცხოელებით. ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები. მაგრამ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს – ადგილობრივ მავნებლებს და მათ საერთაშორისო მფარველებს საბოლოო მარცხს რომ მივაყენებთ, თანაც სულ ახლო მომავალში…”- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება