პრემიერი – როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ – როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები

როგორ შეიძლება და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – “ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები”.
“მთელი ოპოზიცია არის საოცრება – ხაზარაძე და გახარია აპირებენ გაერთიანებას. ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს, მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, გვარამია რასაც უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, ამას ვერავინ ვერ გავიმეორებთ. ასეთი საშინელება ხდება. როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ამის წარმოდგენა, როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ