ისრაელის პრემიერმა “ომის კაბინეტი” დაშალა

ისრაელის მედიის ცნობით, ს პრემიერ-მინისტრმა მ დაშალა საგანგებო, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ შექმნილი “ომის კაბინეტი”.
Reuters-ი წერს, რომ ეს ცნობა ისრაელის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა. გადაწყვეტილება ნეთანიაჰუმ მიიღო 16 ივნისის საღამოს, უსაფრთხოების სფეროს მინისტრებთან შეხვედრაზე.
ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა დატოვა კაბინეტი. განცმა პრემიერს მოსთხოვა ღაზის ომის შემდგომი პერიოდის სტრატეგიის შემუშავება.
ნეთანიაჰუმ 2023 წლის 11 ოქტომბერს გადაწყვიტა „ომის კაბინეტის” შექმნა, რომელშიც უნდა შესულიყვნენ თვითონ ნეთანიაჰუ, ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ განათლი და სამი მინისტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მთავრობას არ უნდა ” წარმოედგინა არცერთი კანონპროექტი ან მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეეხებოდა ომს”, ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველა დანიშვნა ავტომატურად გაგრძელდებოდა ომის განმავლობაში.
ახლა ნეთანიაჰუ არ აპირებს ომის ახალი კაბინეტის შექმნას, რაც მისგან მოითხოვეს მემარჯვენე ექსტრემისტმა მინისტრებმა იტამარ ბენ-გვირმა და ბეცალელ სმოტრიჩმა. ასეთი ნაბიჯი გაამძაფრებდა დაძაბულობას საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით -სთან.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება