თბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, პროგრამებზე რეგისტრაცია ეტაპობრივად ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge განხორციელდება.
„თბილისის მერია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობების შეთავაზებას. პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება ეტაპობრივად ვებგვერდზე – www. youthtbilisi.ge. პროგრამის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ტირში, ბილიარდში, კარტინგში, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2023 წელს საზაფხულო-ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა 4000-მა ახალგაზრდამ მიიღო, მიმდინარე წელს კი, სავარაუდოდ, 5 000-მდე მონაწილე იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატა ახალი მიმართულებებიც. მათ შორის, პროგრამირების ბანაკი, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან ვებგვერდების შექმნას და მართვას, ინგლისური ენის ბანაკი, კიბერ სპორტის ბანაკი, ბანაკი ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე, ბანაკი სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინოვაციური სამეწარმეო იდეების განვითარებას, ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი, თეატრალური და კინოხელოვნების ბანაკები, გაცვლითი ბანაკი ფრანგი და ქართველი ბავშვების ჩართულობით და ახალგაზრდა სპორტსმენების საზაფხულო პროფესიული შეკრებები. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულებით უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება- გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი 12 წლის განმავლობაში, ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის