ვაპირებ პირადად ჩავერთო პროცესში, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი – თეონა აქუბარდია ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულების შესახებ

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას თქმით, ის აპირებს, რომ სამუშო ჯგუფს შეუერთდეს, თუმცა პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.
“ვაპირებ პირადად ჩავერთო, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ახლა მაინც ექნება პოლიტიკური ნება რეალური ფუნდამენტური რეფორმები დავიწყოთ, რომ დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას, შესაბამისად სამუშაო ჯგუფში ყოფნა კი არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი განახორციელა “ქართულმა ოცნებამ,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარტია “გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, აქცენტი 9 რეკომენდაციიდან ერთზე – არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დანარჩენ პუნქტებზე საუბარი.
“არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს სამუშაო ჯგუფების მხრიდან, იმედი მაქვს დეკემბერი მივიღებთ სტატუსს, ხოლო ცრა პუნქტიდან, ხოლო ცრა პუნქტიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია, მხოლოდ ერთის შესრულება შეიძლება – უშუალოდ არჩევნების პუნქტი, თუ მოვემზადებით და კარგად ჩავატარებთ არჩევნებს ეს გახსნის გზას, რომ სხვა პუნქტები იყოს შესრულებული ახლო მომავალში,” – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“