“კარი ღია გვაქვს და მზად ვართ მაქსიმალური კონსტრუქციულობისთვის” – ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესში

პესიმისტური მოლოდინები აქვს პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით უმრავლესობას. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ 9 დათქმის შესასრულებელი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით, სამუშაო ფორმატების შექმნაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტები ჩვეულებას არ უღალატებენ და ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა ისევ საკუთარ, პარტიულ ინტერესებს დააყენებენ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით უახლოესი წარსულიდან გამომდინარე არ ფიქრობს, რომ პროცესში ოპოზიციის ნაწილი ჩაერთვება.
“რა სხდომაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიის სხდომის საფუძველზე ფაქტია, რომ ინკლუზიურობა და ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ამიტომ ჩვენ, როგორც ყოველთვის, კარი ღია გვაქვს და მზად ვართ მაქსიმალური კონსტრუქციულობისთვის, თუმცა ის ახლო წარსულის გამოცდილება, რომელიც რადიკალურმა ფრთამ წარმოაჩინა თავისი დესტრუქციული ქმედებებით და განცხადებები, რომელიც მათი მხრიდან კეთდება არანაირი ოპტიმისტურ საფუძველს არ იძლევა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხატია წილოსანის, განცხადებით მმართველი გუნდი მზად არის ითანამშრომლოს ოპოზიციური პარტიებთან, ვინც მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ მომავალს.
“გასაჯაროვდება კონკრეტული გეგმა თუ რას გეგმავს მთავრობა და საპარლამენტო გუნდი იმისთვის, რომ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტი დაახლოებისთვის და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მინიჭებისთვის გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას შესრულებული, ბუნებრივია, მმართველი გუნდი მზაობას გამოხატავს იმისთვის, რომ ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ მხარესთან, ვისაც აქვს სურვილი მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალ”, – განაცხადა ხატია წილოსანმა

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში