პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება.
“რაც შეეხება საქართველოს ბიუჯეტს – ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 4 თვის განმავლობაში 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები სამომავლოდ შევა და წელს 360 მილიონი ლარი დაგვემატება. ეს არსებითად ისეთ სფეროებზე განაწილდება, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა და კულტურა. ასევე, რეგიონული განვითარება”. – თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/luka-lochoshvili-seria-a.1200.png-b4L8Mc-300x158.jpeg)