ახალი ათვლის წერტილი საქართველოსთვის! – სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან და კიტეიშვილის მნიშვნელობა…

ახალი ათვლის წერტილი საქართველოსთვის! – სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან და კიტეიშვილის მნიშვნელობა…
მთელი საქართველოსთვის ასე ნანატრი წუთები სულ უფრო ახლოვდება, როცა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს და თურქებს დაუპირისპირდება – სამშაბათს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.
უკვე მესამე თვეა, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე, შესაძლო სცენარსა თუ მოწინააღმდეგის დადებითსა და უარყოფითზე ვწერთ და თითქოს ახალი რა უნდა ვთქვათ. განსაკუთრებული მოტივირება არც ბიჭებს სჭირდებათ – ვილი სანიოლის გუნდს ყველაფერი გათავისებული აქვს და პირიქით, ამ პასუხისმგებლობამ ზედმეტად არ უნდა დაძაბოთ!..
რა დიდიც უნდა იყოს “კვარას” ცნობადობა, რაც უნდა თქვას
მეტოქის დამრიგებელმა მატჩამდე, დებიუტანტ საქართველოსთან თავს მაინც ყველა ფავორიტად მიიჩნევს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ!.. მონტელამ კი აღნიშნა, ქართველები კონტრშეტევებზე სახიფათონი არიანო, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად ისინი იერიშებზე უარს ვერ იტყვიან… ამ დაპირისპირებას სხვადასხვა ხასიათი და სიუჟეტები ექნება და წარმატებას მიღწევს ის, ვინც კონცენტრაციას ნაკლებად დაკარგავს. როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი შესწავლილი ჰყავთ, აქ სიახლის ძალა დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ რას ნიშნავს კვარაცხელიას, მიქაუტაძისა თუ ჩაკვეტაძის “შესწავლა?!” მათ თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წამს შეუძლიათ! მთავარი მაინც გუნდურობა და ერთსულოვნება იქნება.
რაც შეეხება შემადგენლობას, სანიოლისთვის კიტეიშვილის ბოლომდე მომჯობინება უმნიშვნელოვანესი ამბავი იქნება და თუკი მან შეხვედრის წინ სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა, გვჯერა, ითამაშებს. სასტარტოში ველით კვირკველიას. რაც შეეხებათ თურქებს, მათ ირგვლივ გარკვეული საკადრო პრობლემებია. პერსპექტიული ახალგაზრდები – როგორც “რეალის” წევრი გულერი, ასევე “იუვენტუსელი” ილდიზი, სასტარტოში იქნებიან.
ესაა მატჩი, სადაც ამ ნაკრებების აქამდე არსებული დაპირისპირებები თუ სხვა დეტალები აზრს კარგავს, ეს მთელი საქართველოსთვის სრულიად ახალი ათვლის წერტილია!..
სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი (4-2-3-1) : გუნოკი – აიჰანი, დემირალი, ბარდაქჩი, კადიოღლუ – ოზჩანი, ჩალჰანოღლუ(C)- გულერი, ილდიზი, აქტერქოღლუ – ილმაზი
მწვრთნელი – მონტელა

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია(C), დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი ან კიტეიშვილი, შენგელია – ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე
მწვრთნელი: სანიოლი

მსაჯი: ტელო (არგენტინა)
ავტორი – ღვთისავარ ანთაძე: თბილისი – კიოლნი – ვუპერტალი – ფელბერტი – დორტმუნდი

ასევე დაგაინტერესებთ