ანექსირებულ ყირიმში, სადაც ძლიერი წვიმები რამდენიმე დღეა გრძელდება, ქარიშხალის გამო დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსეთის მიერ დანიშნული ნახევარკუნძულის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ყველაზე დაზარალებულ რაიონებს შორისაა შავი ზღვის, საკის, ბელოგორსკის, სიმფეროპოლის, ბახჩისარაისა და ლენინსკის რაიონები.
ყირიმსა და ანექსირებულ სევასტოპოლში , სადაც 40 მ/წმ-მდე სიმძლავრის ქარიშხალი მოქმედებს, ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ევპატორიის ათობით დატბორილი სახლებიდან მაცხოვრებლის ევაკუაციის შესახებ. საკი-ევპატორიას გზა მთლიანად დაკეტილია.
ევპატორიის, ზაოზერნის, საკის, სიმფეროპოლის, ფეოდოსიის გარკვეული უბნები ყირიმში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზოგან წყლის მიწოდებაც შეფერხებულია.
გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე საგირში ხანგრძლივი მშრალი პერიოდის შემდეგ წყლის დონის აწევა 21 ნოემბერს დაიწყო.
უკრაინული სააგენტო UNIAN ციტირებს არაერთ წყაროს, რომელთაგან ერთ-ერთი აღნიშნავს, რომ “ამ ღამეს ყირიმში ყველაზე ძლიერი ტალღები და ქარია მოსალოდნელი” და რომ “ნახევარკუნძულს “საუკუნის ქარიშხალი“ უახლოვდება.
დაწერეთ კომენტარი