ცდილობენ ფეხბურთელები და საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ – ზურაბიშვილი კალაძის განცხადებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მორიგი განცხადებით ეხმაურება ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრების ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხს. ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება უწყებაში პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.
“სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
აქვეა აღნიშნული, რომ “ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში” და ეს იქება სახალხო ზეიმი.
დღეს, 16 ივნისს, მ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საკუთარ განკარგულებაში გამოტოვა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრთა ნაწილი, რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში. მისი თქმით, ეროვნულმა ნაკრებმა თავად უნდა გადაწყვიტოს “რამდენად უღირთ ასეთი [ღირსების] ორდენები”.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი