ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა

ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მარშში, რომელიც კვირას ლონდონში გაიმართა.
ორგანიზატორებმა ეს მსვლელობა ჩაიფიქრეს პალესტინელების მხარდასაჭერად ევროპის ქალაქებში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გამართული მრავალათასიანი აქციის ფონზე. ლონდონის წინა დღეს, დაახლოებით 45 ათასი ადამიანი შეიკრიბა ღაზაში ს სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო აქციაზე.
კვირას ლონდონში გამართულ მარშში მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერით „ბრიტანელი ებრაელების მხარდამხარ “და” ნულოვანი ტოლერანტობა ანტისემიტიმის”. პოსტერებზე ასევე გამოსახული იყო „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელები.
სააგენტო “როიტერსის” ცნობით ლონდონის პოლიციამ მხოლოდ ოქტომბერში მიიღო ინფორმაცია ანტისემიტიზმით მოტივირებული 554 დანაშაულის შესახებ. გასული წლის იმავე პერიოდში ორმოცზე ცოტა მეტი ასეთი დანაშაული მოხდა.
ამავე დროს, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ისლამოფობიით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ